2023-01-09 09:32:50, 1570 ნახვა
პოლიტიკა
გოშევსკა - პოლონეთის ხელისუფლება არ შეწყვეტს ბრძოლას სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის
პოლონეთის ხელისუფლება არ შეწყვეტს ბრძოლას პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის - ამის შესახებ პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი მალგოჟატა გოშევსკა Twitter-ზე წერს.
მისივე თქმით, პოლონეთმა არაერთხელ შესთავაზა საქართველოს მესამე პრეზიდენტს მათ ქვეყანაში მკურნალობა.
"პოლონეთის ხელისუფლება არ შეწყვეტს ბრძოლას პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის, ჩვენ მას არაერთხელ შევთავაზეთ მკურნალობა ჩვენს ქვეყანაში",- წერს მალგოჟატა გოშევსკა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 12:00 საათზე საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,