18:32 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-05 16:47:20, 1285 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი მაკფოლზე - სააკაშვილს და მაკფოლს ქვეყნის დანგრევის ინტერესი აქვთ

მაკფოლი არის ადამიანი, რომელსაც აქვს კონკრეტული იდეა და არის იმ პროპაგანდის ნაწილი, რისთვისაც სააკაშვილის „ახლობლობა“ საკმაოდ სერიოზულ, სოლიდურ თანხას იხდის. ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატმა გია ვოლსკი, The Washington Post-ში გამოქვეყნებულ წერილს, სადაც მაიკლ მაკფოლი მიხეილ სააკაშვილის შესახებ წერს.

მისივე თქმით, სააკაშვილის და მაკფოლის ინტერესი ერთია, ქვეყნის დანგრევა, რომელიც საქართველოს დესტაბილიზაციას უქადის, მათ ეს მიზანი ჯერ-ჯერობით ვერ შეასრულეს და ვერც შეასრულებენ.

"მაკფოლი არის ადამიანი, რომელსაც აქვს კონკრეტული იდეა და არის იმ პროპაგანდის ნაწილი, რისთვისაც სააკაშვილის „ახლობლობა“ საკმაოდ სერიოზულ, სოლიდურ თანხას იხდის. არ ვამბობ, რომ მაკფოლი პირადად ხელფასს იღებს აქედან, მაგრამ ისიც ამ პიარის ნაწილია, თუ თანაავტორი არა. რა ინტერესი აქვს სააკაშვილს, რომ ეს ქვეყანა დაანგრიოს, იგივე ინტერესი აქვს მაკფოლს, რომ სააკაშვილს დაუჭიროს მხარი. სააკაშვილს შეკვეთას აძლევს, რომ ცუდად იყოს. ეს მათი გეგმაა. რა ინტერესი აქვს სააკაშვილს, რა ინტერესი აქვს კეზერაშვილს, რა ინტერესი აქვს იმ შემადგენლობას, რომელიც საქართველოს დესტაბილიზაციას უქადის. ჯერჯერობით ვერ შეასრულეს, ვერც შეასრულებენ. ამ გეგმის ნაწილია მაკფოლიც. რა ინტერესი აქვს კუბილიუსს. ის ინტერესი აქვს, რა ინტერესიც აქვთ „ნაცმოძრაობას" და მის ტელევიზიებს." - განაცხადა ვოლსკიმ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics