2023-01-04 17:13:00, 1102 ნახვა
საზოგადოება
კალაძე პატრიარქს იუბილეს ულოცავს - ქართველ ერს ჰყავს სულიერი წინამძღოლი, დიდხანს აძლიერებდეს საქართველოს მისი ღვაწლი
თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს იუბილეს ულოცავს და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
"ვულოცავ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს 90 წლის იუბილეს.
ქართველ ერს ჰყავს სულიერი წინამძღოლი, რომელიც სიყვარულის, მოთმინების, სიკეთის, სულიერი სიმტკიცის, სულგრძელობის მაგალითს გვაძლევს.
ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს ჯანმრთელობას და მხნეობას!
კიდევ დიდხანს აძლიერებდეს საქართველოს მისი ღვაწლი და ლოცვა!",- წერს კალაძე.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დღეს, 4 იანვარს 90 წელი შეუსრულდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,