18:32 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-04 12:57:52, 1013 ნახვა

პოლიტიკა
არესტოვიჩი - ომი სააკაშვილის სიცოცხლისთვის პოლიტიკაში მორალისა და ღირებულებების დაბრუნებისთვის ბრძოლაა

მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისთვის ბრძოლა არის ბრძოლა პოლიტიკაში მორალის დაბრუნებისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

როგორც არესტოვიჩმა რუსი ბლოგერისა და უფლებადამცველის, მარკ ფეიგინის ინტერნეტ-გადაცემაში აღნიშნა, "თუ პოლიტიკაში მორალი არ დაბრუნდება, კაცობრიობა მალე გადაშენდება".

"საქმე ისაა, რომ პოლიტიკა დიდი ხანია ამორალური გახდა. არსებობს გარკვეული ჯგუფების ინტერესები, რომლებიც მიღებულია რომ ნებისმიერ ფასად იქნას გატარებული. ახლა, როდესაც ასეთი ომი მიმდინარეობს, რომელიც შეიძლება გასცდეს უკრაინისა და რუსეთის საზღვრებს, დროა, რომ ამაზე ვისაუბროთ. მე მინდა, რომ პოლიტიკაში მორალი დაბრუნდეს და ის ნელ-ნელა ბრუნდება კიდეც. ეს ომი მიხეილის სიცოცხლისთვის არის ბრძოლა პოლიტიკაში მორალისა და ღირებულებების დაბრუნებისთვის და სულ არ აქვს მნიშვნელობა, რა ჰქვია ამ ადამიანს, რომელსაც ციხეში აწამებენ და კლავენ. ამიტომ, ნებისმიერი ადამიანი, ვინც ამაში მონაწილეობას მიიღებს, იქნება ეს აქციაში ფიზიკურად მისვლით, სიტყვით, თუ სოცქსელებში ინფორმაციის გავრცელებით, მონაწილეობას იღებს ამ ბრძოლაში იმიტომ, რომ თუ პოლიტიკაში მორალი არ დავაბრუნეთ, კაცობრიობა მალე გადაშენდება", - განაცხადა არესტოვიჩმა.

ცნობისთვის, დღეს, 4 იანვარს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებსა და საქართველოს 8 ქალაქში აქციები გაიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics