|
2023-01-01 12:07:32, 1426 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე: საქართველოს ულამაზესი დედაქალაქიდან ვაგზავნით სურვილებს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრები ყოველი ოჯახისთვის - დაე იყოს მშვიდობა და სიყვარული
თბილისის მერიის ორგანიზებით, ევროპის მოედანზე საახალწლო გალაკონცერტი გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდა დედაქალაქის მერი კახა კალაძე, რომელმაც თანამემამულეებს სცენიდან მიმართა და ახალი წელი მიულოცა. „მივესალმები თბილისს, სრულიად საქართველოს. მინდა მივესალმო სხვადასხვა ქვეყანაში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს. მივესალმები ჩვენს აფხაზებს, ოსებს. დღეს, საქართველოს ულამაზესი დედაქალაქიდან ვაგზავნით სურვილებს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრები ყოველი ოჯახისთვის. დაე იყო მშვიდობა, სიყვარული, მეტი პატივისცემა ადამიანებს შორის! დაე იყოს კეთილდღეობა! დღეს ამ სცენიდან, ჩვენი ტოლერანტული, მრავალი ჭირ-ვარამის მნახველი და მაინც სიყვარულით, სიცოცხლით სავსე ქალაქიდან მინდა მოგილოცოთ 2023 წლის შემობრძანება. მინდა, პირველ რიგში გისურვოთ მშვიდობა. დღეს, მთელი მსოფლიო არის უდიდესი გამოწვევის წინაშე და ყველაზე ძვირფასი, ყველაზე მნიშვნელოვანი არის მშვიდობა. მინდა, მშვიდობა ვუსურვო ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს. მინდა, რომ 2023 წელი იყოს კიდევ უფრო მეტი წარმატების მომტანი, კიდევ უფრო მეტი სიცოცხლით, სიყვარულით სავსე. გილოცავთ, ჩემო მეგობრებო. პირველ რიგში, გისურვებთ ჯანმრთელობას, რაც ყველაზე მთავარია. გისურვებთ კეთილდღეობას, დღეგრძელობას, მხნეობას, სულიერ სიმშვიდეს და დარწმუნებული ვარ, 2023 წელი იქნება კიდევ უფრო მეტი წარმატების მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. კახა კალაძემ განსაკუთრებით მიულოცა იმ მოქალაქეებს, ვინც დღეს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებს. „მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს ასრულებს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას, ემსახურება ხალხს და ჩვენს ქვეყანას. მინდა განსაკუთრებით მივულოცო მათ. ამბობენ, ამ ჯადოსნურ ღამეს სურვილები ხდებაო. მოდით, ნამდვილი დღესასწაული ვუსურვოთ ყველა იმ ადამიანს, იმ ოჯახს, ვისაც დღეს ყველაზე მეტად უჭირს; ჯანმრთელობა ვუსურვოთ ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს საახალწლო სუფრას ვერ მიუჯდა. გილოცავთ ახალ 2023 წელს! გამარჯვებები, წინსვლა, ბედნიერება, სიხარული არ მოგკლებოდეთ. მიყვარხართ“, - განაცხადა კახა კალაძემ. გალაკონცერტს დედაქალაქის მერთან ერთად ესწრებოდა მერის მოადგილე ანდრია ბასილაია. ევროპის მოედანზე მოწყობილ სამ სხვადასხვა სცენაზე წარმოდგენილი იყო ჟანრობრივად მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა. მსმენელის წინაშე წარდგნენ თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი, კოტე ყიფიანი, ნინო სურგულაძე, ნანი ბრეგვაძე, დუდანა მაზმანიშვილი, ანსამბლი „რუსთავი“, დათო ევგენიძე, გიორგი მახარაშვილი, ეკატერინე მდივანი, გიორგი დათიაშვილი, New One, ნატო მეტონიძე, Killages, ნიკოლოზ რაჭველი, ნატალია ქუთათელაძე, ბექა გოჩიაშვილი, გიორგი ცაგარელი, The Quintessence, ლიზა ბაგრატიონი, სალიო, დათო გომართელი, ანა დოი, მარიამ როინიშვილი, თემურ თათარაშვილი, ეკა კახიანი, მაია ჯაბუა, გიორგი გიგაშვილი, ნინი ნუცუბიძე, ეკა მამალაძე, გიორგი მიქაძე, ნინო მაჩაიძე და ოთო ჯორჯიკია. საღამოს უძღვებოდნენ ბახვა ბრეგვაძე, მანიკა ასათიანი, ნიკოლოზ წულუკიძე, სალომე არშბა, ლიზა წიკლაური და გიორგი ბახუტაშვილი.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)