18:02 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-30 17:26:53, 1569 ნახვა

ომი უკრაინაში
სანდუ - როგორი ურთიერთობა შეიძლება გქონდეს აგრესორ სახელმწიფოსთან, რომელიც თავის მეზობლებს კლავს?

როგორი ურთიერთობა შეიძლება გქონდეს აგრესორ სახელმწიფოსთან, რომელიც თავის მეზობლებს კლავს?,- ამის შესახებ მოლდვოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა

მისი თქმით, რუსეთის ერთა დერთიინსტრუმენტი მუქარა და სხვა ქვეყნების დაშინების მცდელობებია.

„ეს არის მუქარა. სამწუხაროდ, ეს არის რუსეთის ინსტრუმენტები: მუქარა, სხვა ქვეყნების დაშინების მცდელობები. რასაც ჩვენ ვხედავთ უკრაინაში, ძალიან სერიოზულია, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, ჩვენ განვაცხადეთ, რომ გვინდოდა რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობა. ამ ომის დაწყების შემდეგ, როგორი ურთიერთობა შეიძლება გქონდეს აგრესორ სახელმწიფოსთან, რომელიც თავის მეზობლებს კლავს“,- განაცხადა სანდუმ.

კითხვაზე, აპირებს თუ არა გამგზავრებას და რუსეთის ხელისუფლებასთან შეხვედრას, სანდუმ უპასუხა: „მე არაფერი მაქვს განსახილველი აგრესორ ქვეყანასთან“.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მაია სანდუმ, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადების კომენტირებისას, უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ მოლდოვა გაზის მარაგს უკრაინაში და განაცხადა, რომ მოლდოვის მიერ ნაყიდი რუსული გაზი მათი ქვყენის საკუთრებაა და რუსეთის ლიდერს არ აინტერესებს სადაც შეინახება ის.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ აფხაზ ჟურნალისტ ინალ ხაშიგს უცხოელი აგენტის სტატუსი მოუხსნა
ვიქნებით იქ, სადაც არის საქართველოს ინტერესები - ქართული რესპუბლიკა ზახაროვას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics