2022-12-30 09:21:57, 1276 ნახვა
პოლიტიკა
ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც საქართველოსა და უკრაინისთვის დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც საქართველოსა და უკრაინისთვის დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს.
ბიუჯეტი 2023 წლის სექტემბრამდე უკრაინისთვის 45 მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს, საიდანაც 9 მილიარდი დოლარი სამხედრო დახმარების ხარჯებს მოიცავს, 16 მილიარდი ეკონომიკურ მხარდაჭერასა და ჰუმანიტარულ საჭიროებებს მოხმარდება.
გარდა ამისა, 12 მილიარდი დოლარით უნდა შეივსოს აშშ-ის არმიის რეზერვები.
7 მილიარდს კი ვაშინგტონი ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების დაფინანსებას მოახმარს.
ამასთან, აშშ-ის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი საქართველოსთვის დახმარების სახით არანაკლებ 132 მილიონ 25 000 დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,