17:58 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-29 18:58:32, 1599 ნახვა

ომი უკრაინაში
კიევის რეგიონის პოლიცია - რუსმა სამხედროებმა რვა გაშვებული რაკეტიდან ექვსი კიევის რეგიონში ჩამოაგდეს

რუსმა სამხედროებმა რვა გაშვებული რაკეტიდან ექვსი კიევის რეგიონში ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას კიევის რეგიონის პოლიციის უფროსი ანდრი ნებიტოვი ავრცელებს.

მისივე თქმით, რეგიონში ორი დარტყმის შედეგად დაზიანდა 21 კერძო სახლი, საავადმყოფო და ორი მანქანა.

მასიური დაბომბვისას ხალხი არ დაშავებულა.

"კიევის რეგიონში მტრის რაკეტების ჩამოგდების 8-ზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა. სამწუხაროდ, ორი მძიმე დარტყმა განხორციელდა, თუმცა სამხედროების წარმატებული მუშაობის წყალობით შესაძლებელი გახდა მსხვერპლისა და დაშავებულების თავიდან აცილება.

მტრის საჰაერო თავდასხმის შედეგად დაზიანდა 21 კერძო სახლი, საავადმყოფო და  ორი მოქალაქის მანქანა. სარესტავრაციო სამუშაოები გრძელდება." - განაცხადა ანდრი ნებიტოვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ აფხაზ ჟურნალისტ ინალ ხაშიგს უცხოელი აგენტის სტატუსი მოუხსნა
ვიქნებით იქ, სადაც არის საქართველოს ინტერესები - ქართული რესპუბლიკა ზახაროვას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics