18:04 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-29 13:18:23, 2231 ნახვა

ომი უკრაინაში
არესტოვიჩი - როდესაც ციხეში სააკაშვილი სიკვდილამდე მიგყავს, ევროკავშირის ღირებულებს აშკარად არ შეესაბამები

ევროპაში შეიძლება ბევრი რამე მოხდეს, თუმცა ადამიანის მიზანმიმართული მკვლელობა წამების გზით?! მსგავსი ჯანმრთელობის პრობლემებით სასამართლო პროცესებში მონაწილეობა წამებაა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლმა, ოლექსეი არესტოვიჩმა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა. 

მისივე თქმით, ევროპელების გადმოსახედიდან, საქართველოს მთავრობა თავისი ქმედებებით ამტკიცებს რომ ევროპულ ღირებულებებს არ იზიარებს. 

"ევროპელების გადმოსახედიდან, საქართველოს მთავრობა თავისი ქმედებებით ამტკიცებს რომ ევროპულ ღირებულებებს არ იზიარებს და საქმეში მის დემონსტრირებას არ ახდენს. ევროპაში შეიძლება ბევრი რამე მოხდეს, თუმცა ადამიანის მიზანმიმართული მკვლელობა წამების გზით?! მსგავსი ჯანმრთელობის პრობლემებით სასამართლო პროცესებში მონაწილეობა წამებაა. ტოქსიკოლოგიური  ექსპერტების დასკვნებზე საერთოდ არაფერს ვამბობ. ყველამ ყველაფერი იცის და თავიანთი შეფასება აქვთ. ჯერჯერობით არაოფიციალურად, თუმცა ევროპარლამენტმა ამ საკითხს სეროზული შეფასება გაუკეთა. მათ კოლექტიური აზრი გამოთქვეს. როდესაც გაქვს შესაძლებლობა ადამიანისთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის, თუმცა ციხეში ის ფაქტიურად სიკვდილამდე მიგყავს, ევროკავშირის ღირებულებს აშკარად არ შეესაბამება. თუ მოქმედი ხელისუფლება თავს უფლებას მისცემს ასე ბრუტალურად დაარღვიოს ევროპული ღირებულებები, ნათელია რომ ამას ევროპიდან შესაბამისის შეფასებები მოჰყვება", - ამბობს არესტოვიჩი. 

გამოყენებეულია "მთავარი არხის" თარგმანი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ აფხაზ ჟურნალისტ ინალ ხაშიგს უცხოელი აგენტის სტატუსი მოუხსნა
ვიქნებით იქ, სადაც არის საქართველოს ინტერესები - ქართული რესპუბლიკა ზახაროვას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics