|
2022-12-29 10:04:11, 891 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი აფხაზეთის აღიარებას გვთავაზობს? - კან ტანია ღარიბაშვილის განცხადებაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი აფხაზეთის აღიარებას გვთავაზობს? - ასე ეხმაურება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა ელჩი კან ტანია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას. კან ტანია სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას აქვეყნებს და ამბობს, რომ საქართველოს ოკუპირებული აფხაზეთის "გაცილებით დიდი ოდენობის ვალი აქვს", ვიდრე 10 მილიარდი დოლარის ინვესტიციაა, რაზეც ღარიბაშვილმა ისაუბრა. "საქართველოს პრემიერ-მინისტრი აფხაზეთის აღიარებას გვთავაზობს? ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მზად არის, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, სამი წლის განმავლობაში $10 მილიარდის ინვესტიცია განახორციელოს. მისი თქმით - "ასეთი ინვესტიცია შეიძლება ძალიან მარტივად ორგანიზდეს და აფხაზეთი მეორე მონაკოდ გადაიქცეს, სოხუმი კი, მონტე-კარლოდ". ძვირფასო ბატონო ღარიბაშვილო, მინდა შეგახსენოთ, რომ 1992-1993 წლებში საქართველოს მიერ გაჩაღებულმა ომმა და მიყენებულმა ნგრევამ აფხაზეთს სხვადასხვა შეფასებით 17 მილიარდ დოლარამდე ზიანი მიაყენა. თუ ეკონომიკურ ზარალზე ვსაუბრობთ, მაშინ აფხაზეთის გაცილებით დიდი ოდენობის ვალი გაქვთ და ყოველგვარი „თუ“ პირობების გარეშე. აფხაზეთის რესპუბლიკა არანაირ ფულზე არ გაერთიანდება საქართველოსთან, ჩვენ არ ვყიდით ჩვენს სუვერენიტეტს და არ ვვაჭრობთ თავისუფლებით. თქვენს განცხადებაში შემოთავაზებაა, რომ აფხაზეთი შეიძლება გახდეს მონაკო. ამისთვის, 10 მილიარდი დოლარის დახარჯვა არ არის საჭირო, არამედ საჭიროა, მთავრობის მიერ რეზოლუციის მიღება აფხაზეთის სუვერენიტეტის აღიარებაზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს გაეროში გაწევრიანების, სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის და ქვეყნის შემდგომი განვითარების", - წერს კან ტანია. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ოკუპირებულ აფხაზეთთან დაკავშირებით განცხადება 27 დეკემბერს, მთავრობის მუშაობის 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას გააკეთა. "ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ბიუჯეტი, თუ არ ვცდები, 200 მილიონ დოლარს შეადგენს, აქედან სრულად დოტაციაზეა მათი ეს ბიუჯეტი და მინდა ვთქვა, რომ ჩვენი აფხაზი და ოსი დებისა და ძმებისთვის ეს არის გაშვებული შესაძლებლობა. ჩვენი ქვეყნის გაერთიანების შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია, პირველ სამ წელიწადში, დაახლოებით, 10 მილიარდის ინვესტიცია განვახორციელოთ აფხაზეთში და ასევე, სამაჩაბლოში. ძალიან მარტივად შეიძლება ამის ორგანიზება, ჩვენ ეს გააზრებული გვაქვს, ამის თაობაზე ჩვენ გვქონდა ეკონომიკურ საბჭოზე მსჯელობა. აფხაზეთი შეიძლება გახდეს მეორე მონაკო და ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება. აქვს უზარმაზარი პოტენციალი აფხაზეთს, რომ გახდეს მეორე მონაკო და სოხუმი - მეორე მონტე-კარლო", - თქვა ღარიბაშვილმა.
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)