18:07 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-28 22:50:12, 1556 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსეთის აღარავის ეშინია, უკრაინა გამარჯვებისკენ მიდის

ჩვენ დავეხმარეთ დასავლეთს გლობალურ სცენაზე დაბრუნებაში, დასავლეთში რუსეთის აღარავის ეშინია - ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ უმაღლეს რადაში, ყოველწლიური გზავნილით მიმართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად პირადი ემოციებისა და ინტერესებისა, უკრაინამ უნდა შეინარჩუნოს ერთიანობა და თუ ვინმე შეეცდება უკრაინის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ თამაშს, პასუხი მყისიერი და მკაცრი იქნება.

"ჩვენ დავეხმარეთ დასავლეთს გლობალურ სცენაზე დაბრუნებაში. დასავლეთში რუსეთის აღარავის ეშინია. უკრაინამ გააერთიანა ევროკავშირი. ყველაფერი, რასაც რუსეთი ცდილობდა ევროპის წინააღმდეგ, არ გამოუვიდა. რუსეთის ყოველი ნაბიჯი შეცდომა იყო. ჩვენმა ნაბიჯებმა იმუშავა.

ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ერთიანობა, მიუხედავად პირადი ემოციებისა და ინტერესებისა. თუ ვინმე შეეცდება უკრაინის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ თამაშს იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სულიერი - ჩვენი სახელმწიფო მყისიერად და მკაცრად უპასუხებს" - განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ აფხაზ ჟურნალისტ ინალ ხაშიგს უცხოელი აგენტის სტატუსი მოუხსნა
ვიქნებით იქ, სადაც არის საქართველოს ინტერესები - ქართული რესპუბლიკა ზახაროვას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics