2022-12-28 18:56:37, 715 ნახვა
პოლიტიკა
გერმანიის ელჩი - იუსტიციის მინისტრთან შეხვედრა გვქონდა მიხეილ სააკაშვილის საქმეზე
იუსტიციის მინისტრთან შეხვედრა გვქონდა მიხეილ სააკაშვილის საქმეზე. განაცხადა გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა, შეხვედრის შემდგომ, რომელიც გაიმართა იუსტიციის სამინისტროში მინისტრსა და ელჩებს შორის.
მისივე თქმით, შეხვედრაზე განიხილეს მიხეილ სააკაშვილის გარშემო მიმდინარე პროცესები და ჯანმრთელობის მდგომარეობა. მან დასძინა, რომ დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
"იუსტიციის მინისტრთან შეხვედრა გვქონდა მიხეილ სააკაშვილის საქმეზე. ჩვენ განვიხილეთ მიმდინარე პროცესები და ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუმცა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, - განაცხადა პეტერ ფიშერმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,