12:52 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-28 17:21:54, 1537 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკისა“ და EBRD-ის მხარდაჭერით ბათუმში ახალი სავაჭრო ცენტრი Batumi Grand Mall გაიხსნება

„საქართველოს ბანკი’ პარტნიორებთან ერთად პროექტების განხორციელებას და ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკმა და EBRD-მა, Batumi Grand Mall-თან ერთად პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის შედეგადაც ბათუმში ახალი სავაჭრო ცენტრი გაიხსნება.

პროექტის ჯამური ღირებულება 20 მილიონი ევროა, სესხის მოცულობა 7 მილიონ ევროს შეადგენს, რაც სრულად სავაჭრო ცენტრის მშენებლობის დასრულებას მოხმარდება. პარტნიორობის ფარგლებში, ენერგო ეფექტური დანადგარებისა და სამშენებლო მასალებისთვის კომპანია დამატებით მიიღებს გრანტს EBRD-ის FINTECC პროგრამის ფარგლებში, რომლის დონორები არიან ევროკავშირი და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი.

„მოხარული ვართ, რომ „საქართველოს ბანკისა“ და EBRD-ის ხელშეწყობით, ბათუმში ახალი სავაჭრო ცენტრის მშენებლობა დავიწყეთ, რომლის ფართობიც 24 000 კვ.მ.-ია. ახალი მოლი 2023 წლის შემოდგომაზე გაიხსნება, სადაც წარმოდგენილი 100-ზე მეტი ბრენდი იქნება. მათ შორის, Massimo Dutti, ZARA, Mango, Stradivarius, Tommy Hilfiger, Gant, Guess, US Polo და სხვა. მოლში განთავსებული იქნება, როგორც კვების ობიექტები და კინოთეატრი, ასევე ფიტნეს და საბავშვო გასართობი ცენტრები. მნიშვნელოვანია, რომ სავაჭრო ცენტრის შენობა ენერგოეფექტური იქნება, რომელიც ენერგიის მოხმარებას 35%-მდე შეამცირებს“, - განაცხადა Batumi Grand Mall-ის ინვესტორმა, ამირან დარჩიძემ.

„საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ უცვლელ პრიორიტეტს ბიზნესის ხელშეწყობა წარმოადგენს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმება, რომელიც ბიზნესის კიდევ უფრო მეტად განვითარებისკენაა მიმართული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, არამხოლოდ ბათუმისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის, რადგან ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას.  ასევე შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, სადაც ამ დროის მონაცემებით 750-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, ოთარ სვანიძემ. 

„მოხარულები ვართ, რომ პარტნიორებთან ერთად მხარს ვუჭერთ ბათუმში სავაჭრო ცენტრის მშენებლობას. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  რეგიონში არსებული ბიზნესის მხარდაჭერა, რადგან ეს  ნიშნავს მეტ სამუშაო ადგილს,  მეტ შემოსავალს ადგილობრივი მოსახლეობისთვის და რეგიონული განვითარების ხელშეწყობას. ენერგო ეფექტური ტექნოლოგიები, რაც ინვესტიციის შემადგენელი ნაწილია, სავაჭრო ცენტრის მუშაობისას ნაკლები ენერგიის გამოყენებას გულისხმობს. ეს კი მომავალში ჩადებული ინვესტიციაა,“ განაცხადა კატარინა ბიორლენ ჰანსენმა, EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
სელფი მობაილი შრომისა და ღირსეული სამუშაოს სამოქმედო პლატფორმის თანათავმჯდომარეა
კობახიძე - ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო, ეს არის ალბათ მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან
კობახიძე - როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია
ბოჭორიშვილი: „თუ ვინმემ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუროკრატია ბრიუსელში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics