2022-12-28 11:28:03, 786 ნახვა
საზოგადოება
თბილისის საკრებულოში კახა კალაძის ანგარიშის მოსმენა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს
თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მერის ანგარიშის მოსმენა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს.
სამოქალაქო აქტივისტებს საკრებულოს შენობასთან მიტანილი აქვთ ბანერები წარწერებით: "კორუფციით სავსე ქალაქი", "რუსებით სავსე ქალაქი", "საცობებით სავსე ქალაქი" და ა.შ.
ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.
კახა კალაძის თქმით, დღევანდელ სხდომაზე ყველა იმ მნიშვნელოვან პროექტზე ისაუბრებს, რაც განხორციელდა მუნიციპალიტეტის მიერ და რაც მომავალში განხორციელდება.
გარდა ამისა, საკრებულოში მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცებაზე იმსჯელებენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,