07:42 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-27 12:55:00, 701 ნახვა

საზოგადოება
საცხოვრებელი ფართები, რომელშიც ათეულობით წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ, კიდევ 150 ოჯახს დაუკანონდა

თბილისის მერის ინიციატივით, მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესი გრძელდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა აწუხებდათ, საცხოვრებელ ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემათ.

თბილისის მერმა კახა კალაძე და ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები თბილისის რვა რაიონში მცხოვრებ  150 ოჯახს გადასცეს. 

„დღეს, სხვადასხვა რაიონში მცხოვრებ 150 ოჯახს გადავეცით საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები. მინდა, მივულოცო მათ. წინასაახალწლოდ ეს  ძალიან დიდი სიხარულია. ისინი  წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ იმ საცხოვრებელი ფართების დაკანონებას, სადაც  უკვე ათეულობით წელია, ცხოვრობენ. 2017 წელს,  არჩევნებში თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაგვიჭირა და ამ პროგრამის განხორციელება მაშინვე დავიწყეთ. მას შემდეგ  ბევრი ოჯახი გავაბედნიერეთ. რა თქმა უნდა, პროგრამას ვაგრძელებთ. კერძო საკუთრებაში უკვე გადაცემულია 300 მლნ ლარზე მეტი ღირებულების ქონება, რომელიც მანამდე სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში იყო. ვისაც  ანალოგიური პრობლემა აწუხებს, აუცილებლად უნდა მიმართონ იმ რაიონის გამგეობას, სადაც ცხოვრობენ და მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას, თუ რა დოკუმენტებია საჭირო იმისთვის, რომ დაუკანონდეთ საცხოვრებელი ფართები.  ძალიან მიხარია, რომ ამდენ ბედნიერ ადამიანს ვხედავ და კიდევ ერთხელ ვულოცავ მათ“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს დეპუტატები და თბილისის რაიონების გამგებლები. 

პროექტის ფარგლებში ამ ეტაპზე 2500-ზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული. მერიაში კი  დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შემოსული, რომელთა განხილვა და დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics