2022-12-26 14:19:59, 841 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში, ქალაქ ონთან მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები ქალაქ ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 5 კმ-ში - სოფელი ბაჯიხევში დაფიქსირდა.
მიწისძვრის სიმძლავრემ 3.5 მაგნიტუდა შეადგინა.
ნგრევის შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,