23:04 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-26 12:40:17, 902 ნახვა

პოლიტიკა
ანი წითლიძე - ხელისუფლებამ უნდა იფიქროს, რომ ის სიძულვილი, რაშიც ახლა გვაცხოვრებენ არის ის, რისიც აუცილებლად შერცხვებათ

გადაარჩინონ ადამიანის სიცოცხლე, გადაარჩინოს პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე და ვაგრძელებ ჩემი პროტესტის ამ ფორმას, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ანი წითლიძემ შიმშილობის მე-12 დღეს განაცხადა. 

ანა წითლიძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ უნდა იფიქროს ისტორიულ პასუხისმგებლობაზე. 

"დღევანდელი გადმოსახედიდან ზვიად გამსახურდიას ყველაზე სასტიკი მოწინააღმდეგეებისთვისაც კი გამსახურდიას არანაირი შეცდომა ან რიტორიკა არ ღირდა იმად, რა ჯოჯოხეთიც შემდეგ  გაიარა ქვეყანამ. ხელისუფლებამ უნდა იფიქროს ისტორიულ პასუხისმგებლობაზე და იმაზე, რომ ის სიძულვილი, რაშიც ახლა გვაცხოვრებენ არის ის, რისიც აუცილებლად შერცხვებათ თავის დროზე. გადაარჩინონ ადამიანის სიცოცხლე, გადაარჩინოს პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე და ვაგრძელებ ჩემი პროტესტის ამ ფორმას", - განაცხადა ანი წითლიძემ.

ანი წითლიძის ექიმის განცხადებით, დეპუტატის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, წამოვიდა ინტოქსიკაციის ნიშნები.

„პაციენტი განსაკუთრებით მძიმედ გამოიყურება, ვიტყოდი, რომ უკიდურესად მძიმეა. ინტოქსიკაციის ნიშნები წამოვიდა, გაძლიერებულია თავბრუსხვევა, გულისრევა, სისუსტე, ადვილად დაღლა, გონებაგაფანტულობა, აპათია, ძილიანობა, თვალები შეშუპებული და ჩავარდნილი, ენა მშრალი და მე ვიტყოდი, რომ პაციენტს დეკომპენსაციის პერიოდი დაეწყო, ორგანიზმი ვეღარ ასტაბილურებს შიმშილობას. ძალიან მძიმედ მიდის ეს პროცესი და რეკომენდაციაა, შეწყვიტოს შიმშილობა“,- განაცხადა ექიმმა.

ცნობისთვის, ანი წითლიძემ, ენმ-ის რამდენიმე წარმომადგენელთან ერთად, შიმშილობა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით 15 დეკემბერს დაიწყო. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics