23:06 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-26 10:18:45, 892 ნახვა

პოლიტიკა
რუსი უფლებადამცველი - დღეს გასაჯაროვდება გეგმა, თუ როგორ ვიმოქმედებთ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით

დღეს გასაჯაროვდება გეგმა, თუ როგორ ვიმოქმედებთ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით,-ამის შესახებ აცხადებს რუსმა უფლებადამცველმა, მარკ ფეიგინმა განაცხადა.

ფეიგინი იმედოვნებს, რომ საქართელოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იპოვის შესაძლებლობას შეიწყალოს სააკაშვილი იმ საქმეზე, რომელზეც მას 6 წელი მიუსაჯეს.

„ჩვენ როგორც დაგპირდით, ველოდებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას სააკაშვილთან დაკავშირებით, ორშაბათს კი საჯაროდ გამოვაქვეყნებთ ჩვენ გეგმას თუ როგორ ვიმოქმედებთ. ჩვენ ვიმოქმედებთ, მაგრამ ამაში აუცილებლად დაგვჭირდება ყველა ჩვენი გამომწერის, ყველა ჩვენი მაყურებლის, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა ქვეყანაში და ყველა ჩვენი მხარდამჭერის ჩართულობა.

მე მოგიყვებით როგორ ვიმოქმედებთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ თუ მიხეილ სააკაშვილის საკითის მოგვარება გვინდა, ამას დიდი ჩართულობა დასჭირდება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართელოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მაინც იპოვის შესაძლებლობას შეიწყალოს იგი იმ საქმეზე, რომელზეც მას 6 წელი მიუსაჯეს“,- განაცხადა ფეიგინმა.

შეგახსენებთ, რომ სამი დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა რუს უფლებადამცველს წერილი გაუგზავნა, სადაც მესამე პრეზიდენტი წერს, რომ  პუტინმა მისი ციხეში მოკვლის ბრძანება გასცა და ის ნამდვილად ციხეში მოწამლეს.

ამასთან, ფეიგინმა მიხეილ სააკაშვილისგან მიღებულ წერილს უპასუხა და განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტის დასახმარებლად გეგმა გააჩნია, თუმცა დაელოდება საქართველოს ხელისუფლების რეაქციას და თუ არაფერი მოხდება, მაშინ დაიწყებს მოქმედებას.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics