|
2022-12-26 00:27:49, 2350 ნახვა
საზოგადოება
როგორ ვიზრუნთ კანის ჯანმრთელობაზე
ალბათ ხშირად გიფიქრიათ იმაზე, თუ რომელი ტიპის კანი გაქვთ, თუმცა დაზუსტება გაგჭირვებიათ, რადგან სეზონურად და პერიოდულობის მიხედვით ის ცვლილებაებს განიცდიდა. თქვენი კანის ზუსტი ტიპის ცოდნა აუცილებელია, იმისათვის, რათა თავიდან აირიდოთ არასწორი პროდუქტების გამოყენება და მისი დაზიანება, რამაც შესაძლოა გააღრმავოს ან გამოიწვიოს ახალი სახის პრობლემები. ნებისმიერი კანის ტიპისთვის აუცილებელია დაცული იყოს შემდეგი წესები: ● კანის მუდმივი დატენიანებისთვის დღეში მოვიხმარდეთ 2 ლიტრამდე წყალს; ● კვირაში ერთხელ ვცვალოთ ბალიშის პირი; ● სახლიდან გასვლის წინ, მიუხედავად სეზონისა გამოვიყენოთ მზისგან დამცავი; ● მიუხედავად იმისა, ვართ თუ არა ალერგიულები, ნებისმიერი პროდუქტის შეძენის ან გამოყენების წინ შევამოწმოთ მასზე რეაქცია წინამხრის შიდა ზედაპირზე დატანებით. თუმცა ასევე აუცილებელია ვიცოდეთ როგორ მოვიქცეთ სხვადასხვა სახის კანის პრობლემების შემთხვევაში. ● აკნე - აკნეს გამომწვევი მიზეზები რამდენიმე სახის შესაძლოა იყოს, თუმცა კანის მოვლის რუტინის დაცვა აუცილებელი კომპონენტია მის კომპლექსურ მკურნალობაში. მის უკუგანვითარებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ისეთი პროდუქტების გამოყენებას, როგორიცაა: სალიცილის მჟავა, ჩაის ხის ზეთი, ალფა ჰიდროქსი მჟავები, ბენზოლის პეროქსიდი და ადაპანელი. ამ პროდუქტების გამოყენების შემდეგ აუცილებელია მზის დამცავის დატანება, რათა თავიდან ავიცილოთ კანის გაღიზიანება. ● კანქვეშა ცხიმგროვები - მდგომარეობა, რომელიც რეალურად წარმოადგენს აკნეს ნაირსახეობას, თუმცა ხშირად ერევათ შავ წერტილებში. მათი თვითნებითი მოცილება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რადგან ხშირად ფორების დაზიანების მიზეზი ხდება. კანქვეშა ცხიმგროვების წარმოქმნის საპრევენციოდ რეტინოლის შემცველი პროდუქტების გამოყენებაა რეკომენდირებული. ● პოსტ-აკნე ლაქები - ხშირ შემთხვევაში ლაქების მოშორებას რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე დრო სჭირდება, თუმცა ამ რეკომენდაციების გათვალისწინება დაგეხმარებათ დააჩქაროთ პროცესი: გამოიყენეთ C ვიტამინის, ნიაცინამიდის და რეტინოლის მჟავის შემცველი პროდუქტები. როგორ დავადგინოთ ჩვენი კანის ტიპი? კანის ტიპის დადგენა შესაძლებელია სახლის პირობებში, რაც გულისხმობს მისი ცხიმის პროდუქციის დონის შემოწმებას. ამისათვის დაგჭირდებათ მხოლოდ პერგამენტის ქაღალდი ან თხელი ქაღალდის ხელსახოცი. ცხიმიანობის დონის მიხედვით შეგვიძლია დავადგინოთ, თუ რომელი ტიპის კანი გვაქვს: ● მშრალი; ● ცხიმიანი; ● ნორმალური; ● კომბინირებული. იმისათვის, რომ შევამოწმოთ კანის ცხიმიანობა, აუცილებელია გამოვიყენოთ სპეციალური მეთოდი. ამისათვის საჭიროა რომ მიყევით შემდეგ ნაბიჯებს:
ტესტის შედეგების მიხედვით: ● მშრალი კანი - ამ შემთხვევაში ქაღალდზე ვერ შეამჩნევთ ცხიმის კვალს, სახის კანი გადაჭიმულია და შესაძლოა იქერცლებოდეს; ● ცხიმიანი კანი - ქაღალდის ყველა ზონა ცხიმით გაჟღენთილია; ● ნორმალური კანი - ქაღალდზე შესაძლოა იყოს მსუბუქი პიგმენტაცია, თუმცა კანი არ იქერცლება და მისი ტურგორი ნორმალურია. ● კომბინირებული კანი - ქაღალდის შუბლთან, ცხვირთან და ნიკაპთან კონტაქტში მყოფი ზონები გაჟღენთილია ცხიმით, ხოლო ლოყებთან კონტაქტში მყოფი ზონა მიუხედავად სახლის პირობებში თქვენი კანის ტიპის თვითნებურად შემოწმებისა, ყოველთვის უმჯობესია საქმე მიანდოთ პროფესიონალებს. REDMED-ის დახმარებით კი კვალიფიციური დერმატოლოგის რეკომენდაციების მიღება ახლა უკვე სახლიდან გაუსვლელად არის შესაძლებელი.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)