08:25 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-23 13:18:20, 911 ნახვა

საზოგადოება
2023 წელს, ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი, „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველოს” მხარდაჭერით, 60%-ით იზრდება

2023 წლისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი, პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო”  მხარდაჭერით, 60%-ით გაიზარდა. აღნიშნული პროექტი შვედეთის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 1 114 000 ევროს შეადგენს.

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ცნობით, სააგენტოს გაზრდილი ბიუჯეტი ითვალისწინებს კრწანისის ტყე-პარკის აღდგენისა და ველური ბუნების მართვის მიმართულებების გაძლიერებას. 

"ველური ბუნების სააგენტო 2023 წელს მუშაობას დაასრულებს  საქართველოს კანონპროექტზე „ნადირობისა და სანადირო სახეობების მართვის“ შესახებ, რის შედეგადაც მოხდება  სახეობათა პოპულაციების მონიტორინგი და კონტროლი, ბრაკონიერობის შეზღუდვა, სამონადირეო სივრციდან ეკონომიკური სარგებლის დაგეგმვა, სოფლის მოსახლეობისთვის ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.

შვედეთის მთავრობის დახმარებით, მიმდინარე პროგრამა „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველოს“ ფარგლებში, ველური ბუნების სააგენტოს მიერ, დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ერთად, ალგეთის დაცულ ტერიტორიაზე, 2023 წელს, დაგეგმილია კეთილშობილი კავკასიური ირმის საშენის ორგანიზება; შეიღობება 200 ჰა-მდე ტერიტორია; აშენდება სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა.

აღსანიშნავია, რომ, ველური ბუნების სააგენტოს ორგანიზებით,  ტყეპარკში მწვანე საფარის აღდგენის პროცესი დაიწყო და მასშტაბური სამუშაოები 2023 წელსაც გაგრძელდება; დაირგო ჭალის ტყისთვის დამახასიათებელი სახეობების, როგორც წიწვოვანი, ასევე ფოთლოვანი ხეები; აიკრძალა ნადირობა, ძოვება, დროებით  შეიზღუდა თევზჭერა, მერქნული მასალის გატანა, ცეცხლის დანთება და სხვა", - ნათქვამია ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics