08:25 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-23 11:46:19, 822 ნახვა

საზოგადოება
გლდანის რაიონის გამგეობის საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

გლდანის რაიონის გამგეობის 2022 წლის პროექტების ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, ზურაბ ქაშიაშვილმა საზოგადოებას გამგეობის მიერ ერთი წლის განმავლობაში შესრულებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

თბილისის მერიის ცნობით, მიმდინარე წლის განმავლობაში, გლდანში  მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა.  მათ შორის,  საგზაო ინფრასტრუქტურა 97 000 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა;  წყალარინებისა და სანიაღვრე  ქსელი 22  მისამართზე მოეწყო;  რაიონს 10 მრავალფუნქციური სკვერი შეემატა; სკვერებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის შეკეთება-რეაბილიტაცია 55 მისამართზე ჩატარდა; საბავშვო-გასართობი ატრაქციონები 4 მისამართზე განთავსდა; გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა 5 მისამართზე დასრულდა; ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით,  3  მისამართზე სრულიად ახალი სპორტული მოედანი მოეწყო,  15  მისამართზე კი - რეაბილიტირდა; ასევე, 2 მისამართზე სავარჯიშო ტრენაჟორები განთავსდა.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 2022 წელს  178 სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი შესრულდა. მათ შორის, 74 საცხოვრებელ კორპუსში სახურავი და წყალსაწრეტი მილები შეიცვალა; 25 ლიფტის მოწყობა-რეაბილიტაცია განხორციელდა და 28 კორპუსის მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა.

მიმდინარე წელს გამგეობამ სხვადასხვა ტიპის კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო ღონისძიებები ჩაატარა, ორი წინა საახალწლო ღონისძიება კი ამჟამად მიმდინარეობს.

პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, დედაქალაქის საკრებულოს წევრები, თბილისის მთავრობის წარმომადგენლები, გლდანის რაიონის გამგეობის სამოქალაქო საბჭოს წევრები და სხვა  მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics