|
2022-12-23 10:31:17, 1372 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისის“ მხარდაჭერით, სლოვენიაში „ბიბლუსი ჯგუფის" მაღაზია - XS Igrace (XS Toys) გაიხსნა
„ბიბლუსი ჯგუფმა", სლოვენიაში, ქალაქ ცელიეში, „თიბისის“ მხარდაჭერით, მაღაზია - XS Igrace (XS Toys) გახსნა, რაც ჯგუფის გლობალური განვითარების სტრატეგიის პირველი წარმატებული ნაბიჯია. მაღაზია XS Igrace მომხმარებლებს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სავაჭრო მოლში - Citycenter Celje-ში მასპინძლობს. როგორც საქართველოში, ისე სლოვენიაში, XS Toys უმაღლესი ხარისხის პროდუქციის რითეილერი კომპანიაა, რომლის პარტნიორები არიან საერთაშორისოდ აღიარებული ბრენდები: Hasbro, Mattel, LEGO, MGA, Spin Master, Jazwares and Bruder, Moose, Schleich, TY და სხვა. „ბიბლუსი ჯგუფი" სლოვენიაში სამომავლოდ 10-15 ობიექტის გახსნას გეგმავს. "ბიბლუსი ჯგუფი" საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი რითეილერია და აერთიანებს: წიგნების მაღაზიათა ქსელს - „ბიბლუსს", სათამაშოების მაღაზიებს - „პეპელას" და XS Toys-ს, მულტიფუნქციურ სავაჭრო სივრცეების ქსელს - „მულტის" და კაფეების ქსელს - „პიატოს". ჯამში, ჯგუფი 125 სავაჭრო სივრცეს ფლობს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)