08:25 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-23 09:31:45, 1188 ნახვა

საზოგადოება
დავით კირკიტაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საავამდყოფოში გადაიყვანეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით კირკიტაძე 8-დღიანი შიმშილობის შემდეგ ჰოსპიტალიზებულია. დეპუტატი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, პარლამენტიდან გუშინ, გვიან ღამით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც "ექსპრესნიუსს" ენმ-ში განუცხადეს, კირკიტაძე შიმშილობის გაგრძელებას, სავარაუდოდ, ვეღარ შეძლებს.

"წნევის მაჩვენებელი ჰქონდა ძალიან რთული და ექიმებმა მიიღეს გადაწყვეტილება მისი კლინიკაში გადაყვანის. გადაყვანილია "ნიუ ჰოსპიტალსში". შიმშილობის გაგრძელებას, ალბათ, ვერ შეძლებს", - აცხადებენ პარტიაში.

ცნობისთვის, დავით კირკიტაძემ, ენმ-ის რამდენიმე წარმომადგენელთან ერთად, შიმშილობა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით 15 დეკემბერს დაიწყო. მოშიმშილეებს მოგვიანებით დეპუტატი თემურ ჯანაშიაც შეუერთდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics