08:42 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-22 15:08:57, 876 ნახვა

საზოგადოება
2023 წელს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ბიუჯეტი 17,2%-ით იზრდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ერთ-ერთ ძირითად საქმიანობას ბიომრავალფეროვნების დაცვა/აღდგენა და მათი ხელუხლებელ მდგომარეობაში შენარჩუნება წარმოადგენს.

აღნიშნულის ფარგლებში, 2023 წელს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ბიუჯეტი, განვლილი წლების მსგავსად, მიმართული იქნება დაცული ტერიტორიების მართვის სისტემის გაუმჯობესებასა და ბიომრავალფეროვნების დაცვა/აღდგენისკენ. სწორედ საქართველოს გამორჩეული ბიომრავალფეროვნება ხდის თითოეულ დაცულ ტერიტორიას მიმზიდველს და განსაკუთრებულს.

დაცული ტერიტორიების სააგენტო ბუნების დაცვისა და აღდგენის მიმართულებით არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. 2023 წელს, მინიმუმ 8 დაცულ ტერიტორიაზე დაგეგმილია ტყეების სიჯანსაღის შენარჩუნებისთვის მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებები, აგრეთვე, თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე დაგეგმილია არსებული ტყის ინვენტარიზაცია.

დაცული ტერიტორიების სააგენტო, ხანძრების პრევენციის მიზნით, ახორციელებს სხვადასხვა ტერიტორიის აღჭურვას ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარით. მიმდინარე წელს, ყველაზე მაღალი რისკის მქონე ტერიტორიების აღჭურვა უკვე მოხდა, აღნიშნული გაგრძელდება მომდევნო წელსაც და, დამტკიცებული ბიუჯეტის ფარგლებში, სხვადასხვა დაცული ტერიტორიისთვის ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარი იქნება შეძენილი. 

2022 წელს, დაცული ტერიტორიების სააგენტომ ტყის ინვენტარიზაცია განახორციელა თეთრიწყაროს, ახალქალაქისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში, ჯამში, 33 665 ჰექტარ ფართობზე, ასევე, ერუშეთის ეროვნულ პარკსა და თეთრობის აღკვეთილში.  ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის, ლაგოდეხის აღკვეთილის, ალგეთისა და ჯავახეთის დაცული ტერიტორიებისთვის შემუშავდა და დამტკიცდა ტყის მართვის გეგმები, რაც დაეხმარება სამომავლოდ სააგენტოს, განახორციელოს ტყის მდგრადი მართვა სამიზნე მუნიციპალიტეტებში. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის გაძლიერების მიზნით, სააგენტომ ყველა დაცული ტერიტორიისთვის 294 ცალი ფოტოხაფანგი შეიძინა.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics