2022-12-22 12:35:47, 954 ნახვა
საზოგადოება
მერია - უჩანეიშვილის ქუჩაზე წყლის მილის დაზიანების გამო, მიკროავტობუსი N450 მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება
ვაკის რაიონში, უჩანეიშვილის ქუჩაზე, წყლის მილი დაზიანდა, რის გამოც ამ დროისთვის ქუჩა გადაკეტილია. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
დედაქალაქის მერიის ცნობით, აღნიშნულის გამო, მიკროავტობუსი N450 მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება.
"მიკროავტობუსი N450, რომელიც გადაადგილდება აღნიშნულ ტერიტორიაზე, დროებით მგზავრებს ვერ მოემსახურება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!" - ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),