02:39 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-22 10:24:27, 683 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი - საუდის არაბეთის პრემიერთან პარტნიორობის გაფართოების შესაძლებლობები განვიხილეთ

საუდის არაბეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე რეგიონალური და გლობალური გამოწვევები და საერთო ინტერესების კონტექსტში პარტნიორობის გაფართოების შესაძლებლობები განვიხილეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.

მთავრობის მეთაური საუდის არაბეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრესა და პრემიერ-მინისტრს მოჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდს გულთბილი მიღებისა და ნაყოფიერი შეხვედრისთვის მადლობას უხდის.

“საუდის არაბეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრესა და პრემიერ-მინისტრს მოჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდს მადლობას ვუხდი გულთბილი მიღებისა და ნაყოფიერი შეხვედრისთვის, რომელიც საუდის არაბეთში ჩემი ვიზიტის ფარგლებში შედგა. განვიხილეთ არსებული რეგიონალური და გლობალური გამოწვევები და საერთო ინტერესების კონტექსტში ჩვენი პარტნიორობის გაფართოების შესაძლებლობები”, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად საუდის არაბეთის სამეფოში გუშინ, 21 დეკემბერს გაემგზავრა. დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი  ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics