08:42 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-21 17:12:50, 1195 ნახვა

საზოგადოება
ჩუღურეთის გამგეობის 2022 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, ზურაბ ბაქანიძემ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსა და მოსახლეობას გამგეობის საქმიანობის 2022 წლის ანგარიში წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიმდინარე წელს, ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის 6 885 000 ლარი დაიხარჯა. 34 მისამართზე აშენდა გზის და გრუნტის დამჭერი კედელი. ასევე,  56 მისამართზე,  39 897 კვადრატულ მეტრზე მოეწყო საგზაო ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 108 მისამართზე სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაო განხორციელდა.

„ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტებისთვის ჯამში, 17 048 899 ლარი დახარჯა.

ამასთან, პრეზენტაციაზე ზურაბ ბაქანიძემ მომავალ წელს დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზეც ისაუბრა. 

ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, საქართველოს პარლამენტის  დეპუტატი რიმა ბერაძე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ჩიკვილაძე, საკრებულოს წევრები და თბილისის რაიონების გამგებლები ესწრებოდნენ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics