08:53 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-21 13:36:37, 1040 ნახვა

საზოგადოება
საახალწლო ღონისძიების გამო, მეტეხის ხიდზე ტრანსპორტის გადაადგილება ცალმხრივად შეიზღუდება

საახალწლოდ დაგეგმილი ღონისძიების გამო, 21 დეკემბრის 15:00 საათიდან მეტეხის ხიდზე სატრანსპორტო საშუალებათა გადაადგილება ცალმხრივად შეიზღუდება. შეზღუდვა გორგასალის მოედნიდან მეტეხის ხიდისა და მეტეხის აღმართის მიმართულებით, ასევე, მეტეხის აღმართიდან ევროპის მოედნის მიმართულებით იმოქმედებს. 

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, გორგასალის ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ გორგასალის მოედნისა და კოტე აფხაზის ქუჩის, ასევე, თუმანიანის ქუჩიდან გორგასალის ქუჩის მიმართულებით. მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბიდან კი, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ, როგორც მეტეხის ხიდისა და გორგასალის მოედნის, ასევე, ღვინის აღმართის საშუალებით. 

ღონისძიებების მიმდინარეობისას, ავტობუსები: N301, N331, N344, N345, N350, N371 და მიკროავტობუსები: N538, N547, N550, N580 გორგასალის ქუჩიდან მეტეხის ხიდის ნაცვლად, მოძრაობას კოტე აფხაზის ქუჩის მიმართულებით შეძლებენ, ხოლო თავისუფლების მოედნიდან მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ. ავტობუსი N333 ხეთაგუროვის ქუჩიდან ავლაბრის მოედნის მიმართულებით მოძრაობისას, ევროპის მოედნის ნაცვლად, ბარათაშვილის ხიდიდან გადავა ბარათაშვილის ქუჩაზე, პუშკინის ქუჩის დასაწყისში დატრიალდება, რის შემდეგაც, ავლაბრის მოედნის მიმართულებით, დადგენილი სქემით იმოძრავებს. 

რაც შეეხება N538, N547, N550 და N580-ს, მიკროავტობუსები გორგასალის ქუჩიდან მეტეხის ხიდის ნაცვლად, მოძრაობას განაგრძობენ კოტე აფხაზის ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგაც, თავისუფლების მოედნიდან N547 და N580 იმოძრავებენ დადგენილი სქემით. N538 და N550 მარშრუტები კი, გადავლენ ბარათაშვილის ხიდზე და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საშუალებით, დადგენილი სქემით გადაადგილდებიან. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics