08:52 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-21 13:34:44, 1036 ნახვა

საზოგადოება
მოქალაქეობის არმქონეობის საკითხებსა და „კარდაკარ" კამპანიის შედეგებზე შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ერთობლივი ღონისძიების მიზანი იყო მოქალაქეობის არმქონეობის სფეროში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესისა და UNHCR-თან თანამშრომლობით მიმდინარე კამპანიების შედეგების განხილვა, რომლებიც მოქალაქეობის არმქონე პირთა იდენტიფიცირებასა და დოკუმენტირებას ემსახურება.

ღონისძიება გახსნეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ ტყეშელაშვილმა და საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) წარმომადგენელმა კემლინ ფურლიმ.

„სასიხარულოა, რომ საქართველოს მიერ მოქალაქეობის არმქონეობის სფეროში განხორციელებული ღონისძიებები დადებითად ფასდება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე და ევროპის ქვეყნებს შორისაც საქართველო ამ მხრივ მოწინავე პოზიციებს იკავებს. მნიშვნელოვანია, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველო ინარჩუნებს მოქალაქეობის არმქონე პირთა რიცხვის მკვეთრი კლების ტენდენციას, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს ყველა ასეთი პირის დოკუმენტირებას მათი უფლებების სრულფასოვნად რეალიზაციის მიზნით", - აღნიშნა თამარ ტყეშელაშვილმა და მადლობა გადაუხადა UNHCR-სა და სააგენტოს გუნდს ნაყოფიერი თანამშრომლობისა და მიღწეული შედეგებისთვის.

კემლინ ფურლიმ ხაზი გაუსვა მოქალაქეობის არმქონეობის სფეროში საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებას, რაც კიდევ უფრო მეტად აახლოებს ქვეყნის პრაქტიკას საერთაშორისო სტანდარტებთან.

სააგენტოს თავმჯდომარემ, ქეთევან ბეთლემიძემ, დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნო მოქალაქეობის არმქონეობის შემცირებისა და პრევენციის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები და სამომავლო გეგმები, ასევე, UNHCR-თან თანამშრომლობით მიმდინარე „კარდაკარ" კამპანიის ფარგლებში შესრულებული აქტივობები და მათი შედეგები.

ღონისძიებას მთავრობის ადმინისტრაციის, სახელმწიფო უწყებების, საქართველოს პარლამენტის, სახალხო დამცველის ოფისისა და საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics