|
2022-12-21 12:53:54, 868 ნახვა
საზოგადოება
მალხაზ ურთქმელიძე - მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში ტოქსიკური ნივთიერება მომწამლავი რაოდენობით არ არის
სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელ მალხაზ ურთქმელიძის განცხადებით, სასამართლოს მიერ უწყებისთვის მოწოდებული ცენტრ „ემპათიის" დასკვნის ნაწილის მიხედვით, მსჯავრდებულ მ. სააკაშვილის მოწამვლის ფაქტი არ დასტურდება. როგორც მალხაზ ურთქმელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, მოწოდებული დოკუმენტაციით მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში ტოქსიკური ნივთიერება მომწამლავი რაოდენობით არ არის და ყველა მაჩვენებელი არის ნორმაზე მკვეთრად ქვემოთ. „სასამართლოს მიერ ჩვენ გადმოგვეცა „ემპათიის" მიერ ე.წ. დასკვნის ნაწილი, რომელიც ამერიკის ერთ-ერთ ლაბორატორიაში („NMS Labs") ჩატარდა. შევისწავლეთ დასკვნა, სადაც მითითებულია ნივთიერების ის ქვედა ზღვარი, რომელსაც ანალიზატორი იჭერს. დასკვნაში ქვედა ზღვრის მაჩვენებლის გვერდით მითითებულია არსებული შედეგი. ანალიზატორის მინიმალური ზღვარი შედარებულია შედეგთან და ისეა დასკვნა, ისეთი ფორმითაა მომზადებული, რომ საქმე გვაქვს მოწამვლასთან", − განაცხადა მალხაზ ურთქმელიძემ. მისი თქმით, ამერიკული ლაბორატორიის ვებგვერდზე, სადაც „ემპათიამ" კვლევა ჩაატარა, მითითებულია როგორც კონკრეტული ანალიზის მინიმალური ზღვარი, ისე დასაშვები ნორმაც, რომელიც წარმოდგენილ დოკუმენტებში არ არის ასახული. „NMS Labs" ლაბორატორიის ვებგვერდზე, სადაც კვლევა ჩატარდა და შედეგები არ არის კონფიდენციალური და ხელმისაწვდომია ყველასთვის, მითითებულია როგორც მინიმალური ზღვარი, ისე დასაშვები ნორმაც. აღმოჩნდა, რომ თვითონ ამ ლაბორატორიაში მათ მიერ მოყვანილი ციფრები, ანუ შედეგი, ნორმაზე ქვემოთაა. აღნიშნული დოკუმენტით დასტურდება, რომ ტოქსიკური ნივთიერება მომწამლავი რაოდენობით ორგანიზმში არ არის", − განაცხადა სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)