|
2022-12-21 11:49:20, 1100 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - მეტროსადგურ „გოცირიძის“ სამუშაოები დიდი დაგვიანებით, მაგრამ შესრულებულია, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე დეფექტს
თბილისის მერია კომპანია „მამისონთან“ ხელშეკრულებას შეწყვეტს და მეტროსადგურ „გოცირიძის“ ექსპლუატაციაში მისაღებ პროცედურებს თავად განახორციელებს დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელ კომპანია „მამისონთან“ თანამშრომლობას აღარ გააგრძელებს. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მეტროსადგურის რეაბილიტაცია დასრულებულია, თუმცა, კომპანიის უპასუხისმგებლობის გამო, სადგური ამ დრომდე ექსპლუატაციაში ვერ შევიდა. „მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები ძალიან დიდი დაგვიანებით, მაგრამ შესრულებულია, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე დეფექტს, რომელიც გამოსასწორებელია. სამუშაოების დაგვიანების გარდა, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კომპანია „მამისონმა“ არ აწარმოა საჭირო დოკუმენტაცია და ჯერჯერობით შესაბამისი ექსპერტიზა არ ჩატარებულა. აღნიშნული კომპანია ძალიან პრობლემური და უპასუხისმგებლოა. შესაბამისად, არ ვთვლით საჭიროდ, რომ მათთან თანამშრომლობა გაგრძელდეს. არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ ისინი აღნიშნულ დეფექტებს გამოასწორებენ. მინდა, დავავალო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს, გიორგი შარკოვს, მათთან ხელშეკრულება გაწყვიტეთ. მიიღეთ ყველა შესაბამისი ზომა, რომ მომდევნო წლებში „მამისონი“ ვერცერთ სატენდერო პროცედურაში ვეღარ მოხვდეს. გადადგით ყველა საჭირო ნაბიჯი, რომ ეს კომპანია „გაშავდეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, თანხას, რომელიც მეტროსადგურის ექსპლუატაციაში მისაღებად დაიხარჯება, დედაქალაქის მერია კომპანია „მამისონს“ სასამართლოს გზით მოსთხოვს. „მესმის, რომ იყო გარკვეული პრობლემები, დადგინდა ხარვეზები, აღნიშნული ბაქანი რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა. მათ ჩვენი მხრიდან ყველანაირი ხელშეწყობა ჰქონდათ, თუმცა, ყველაფრის გათვალისწინებით, ამდენი ხნის განმავლობაში, ელემენტარული დოკუმენტაციის წარმოებას ვერ ახორციელებენ. ყველა სამუშაოზე, რაც ჩასატარებელია, ყველა დეფექტზე რაც გამოსასწორებელია, აიღეთ პასუხისმგებლობა და ჩვენვე გამოვასწოროთ, ხოლო თანხა, რაც დაიხარჯება, სასამართლოს გზით, მოსთხოვეთ აღნიშნულ კომპანიას. ყველაფერი გავაკეთოთ, რომ მეტროსადგურ „გოცირიძის“ ექსპლუატაციაში მიღება რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს და მალე მოემსახუროს მგზავრებს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)