09:11 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-21 10:27:50, 1216 ნახვა

საზოგადოება
პენიტენციური - რაც ვნახეთ და შევისწავლეთ, თვალში ნაცრის შეყრას ჰგავს - რა მოწამვლაზეა საუბარი

სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მალხაზ ურთქმელიძის განცხადებით, როცა საუბარია მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლაზე, გაუგებარია, რატომ აცხადებს უარს თავად მსჯავრდებული ნიმუშების მიცემაზე.

ურთქმელიძის თქმით, ყველა ადამიანს სისხლშიც, თმაშიც და ყველანაირ ბიოლოგიურ სითხეში ესა თუ ის ნივთიერება აქვს, მაგრამ ეს მოწამვლას არ ნიშნავს.

„რადგან ასეთი რამ გაჟღერდა, მივმართეთ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, თუმცა, ნიმუშების მოცემაზე მსჯავრდებულმა უარი განაცხადა. თუ გვინდა, ობიექტურობასთან  ახლოს მივიდეთ და გვინდა, დავადასტუროთ, არის თუ არა აქ რამე, რას ემსახურება ანალიზის არმიცემა, გაუგებარია. დღესაც, რამდენადაც ვიცი, უარი განაცხადა კვლევის ჩატარებაზე. ეს რას ემსახურება, თქვენ გადაწყვიტეთ. რაც ვნახეთ და შევისწავლეთ, თვალში ნაცრის შეყრას ჰგავს. ძალიან ვთხოვთ ყველას, უმიზეზო და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული განცხადებებისგან თავი შეიკავონ. რა მოწამვლაზეა საუბარი - ეს უკვე გროტესკია. ყველას გვაქვს სისხლშიც, თმაშიც და ყველანაირ ბიოლოგიურ სითხეში ესა თუ ის ნივთიერება, მაგრამ ეს არ ნიშნავს მოწამვლას. ფაქტი ფაქტთან რჩება, რომ ეს არის ნამდვილად  საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. მთელი პასუხისმგებლობით ვიმეორებ - მათ მიერვე მოწოდებული ინფორმაციით, არც ერთი მაჩვენებელი არ სცდება ნორმას და არის ნორმაზე მკვეთრად ქვემოთ",  - განაცხადა ჟურნალისტებთან მალხაზ ურთქმელიძემ.

მისივე თქმით, სააკაშვილს 31 მაისს დიაგნოზის დაზუსტების მიზნით ჩაუტარდა ტოქსიკოლოგიური გამოკვლევა, რაც გულისხმობს ერთნაირი სიმპტომის მქონე დაავადებების ერთმანეთისგან გამოყოფისა და ეტიოლოგიური ფაქტორის დადგენას - ჩატარებული კვლევის შედეგებით აღმოჩნდა, რომ ყველა მაჩვენებელი იყო ნორმის ფარგლებში.

„MAYO CLINIC" ლაბორატორიის პარამეტრების თანახმად, რომელიც წამყვან ლაბორატორიად ითვლება, მსჯავრდებულის თმაში ნანახი ვერცხლისწყალი ორჯერ ნაკლებია, ვიდრე ვერცხლისწყლის დასაშვები ნორმა. ეს ზუსტად კვლევის ის მეთოდია, როგორც აწარმოეს ამერიკულ ლაბორატორიაში.

ასევე, „DOCTOR'S DATA" ლაბორატორიის მაჩვენებლების თანახმად, სააკაშვილის თმაში ნანახი პარამეტრები აქაც ნორმის ფარგლებშია.

მთელი პასუხისმგებლობით ვიმეორებ: მათ მიერვე მოწოდებული ინფორმაციით და ჩვენ მიერ დაზუსტებული მონაცემებით, არც ერთი მაჩვენებელი არ სცდება ნორმას და არის ნორმაზე მკვეთრად ქვემოთ. ჩვენ ამის შესახებ განცხადების გაკეთებას არ ვაპირებდით, მაგრამ ეს უკვე ზღვარს ზევითაა. არავითარი მოწამვლა, მათივე საბუთებითაც კი, არ დასტურდება", - აცხადებს მალხაზ ურთქმელიძე.

შეგახსენებთ, 28 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფრჩხილის კვლევის შედეგად, ექსპრეზიდენტს ნივთიერება - დარიშხანი ამოუვიდა.

25 ნოემბერს, წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დირექტორმა, მარიამ ჯიშკარიანმა თქვა, რომ მესამე პრეზიდენტის თმის ღერში სამი მძიმე მეტალი აღმოაჩინეს. 

უფრო ადრე, 19 ნოემბერს, სააკაშვილის ადვოკატი ვალერი გელბახიანი ამბობდა, რომ ექსპრეზიდენტი მოწამლულია, ვინაიდან "სხვაგვარად ასე არ განვითარდებოდა არც ერთი დაავადება".

აღსანიშნავია, რომ 1-ელ დეკემბერს ცენტრმა "ემპათიამ" ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მსჯავრდებულ პრეზიდენტს აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას. 

კომისიის დასკვნის შემდეგ, ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა. საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმეზე 9 დეკემბერს უნდა ემსჯელათ, თუმცა მოსამართლე გიორგი არევაძემ პროცესი ჯერ 14 დეკემბერს, შემდეგ კი 22 დეკემბრისთვის გადადო. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics