11:08 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-20 13:08:35, 1214 ნახვა

სამართალი
კუპატაძე - დაკავებულია 20-მდე ნარკორეალიზატორი, მათ შორის როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები

მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 20-მდე ნარკორეალიზატორია დაკავებული, - ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა.

როგორც კუპატაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, დაკავებულთა შორის როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.

"დილიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია 20-მდე ნარკორეალიზატორი, რომლებიც ახორციელებდნენ დიდი და განსაკუთრებით ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას. დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები", - განაცხადა კუპატაძემ.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, საპოლიციო ღონისძიებები დღის განმავლობაში გაგრძელდება და დაკავებულების რაოდენობა კიდევ გაიზრდება. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics