14:26 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-19 17:48:55, 1543 ნახვა

ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი - სახელმწიფომ დაიბრუნა „ხუდონჰესის" პროექტი, რაც საშუალებას მოგვცემს, მისი განხორციელება 2023 წელს დავიწყოთ

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტს იბრუნებს. ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით,  შეთანხმება შედგა ინვესტორ კომპანიასთან -  სახელმწიფომ დაიბრუნა პროექტი და მისი განხორციელება უკვე მომავალი წლიდან დაიწყება. ამ საკითხთან დაკავშირებით ლევან დავითაშვილმა დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„სახელმწიფომ დაიბრუნა პროექტი, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ მისი განხორციელება 2023 წელს დავიწყოთ  სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით. ეს არის ჩვენი მიდგომა - ასეთი მსხვილი, მნიშვნელოვანი ენერგეტიკული და სტრატეგიული პროექტები, როგორც წესი, მომავალში საქართველოს სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით განხორციელდება. შეგახსენებთ, რომ ამ პროექტს განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს ელექტროსისტემისთვის, ზოგადად სისტემის გენერაციისთვის, მათ შორის  „ენგურჰესის" მუშაობის ეფექტიანობის გაზრდისთვის", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, შესაბამისად, მთავრობის გადაწყვეტილება, რომ კომპანიასთან მოლაპარაკების გზით დაესრულებინა კონტრაქტი, პოზიტიურად გადაწყდა და საბოლოოდ შეთანხმება შედგა. აქედან გამომდინარე, მისი ინფორმაციით, პროექტი უახლოეს ხანებში, 2023 წლის დასაწყისიდან ხელახლა გამოცხადდება.

„ჩვენ ხელახლა დავიწყებთ ხუდონჰესის პროექტის განხორციელებას, რაც ჩვენი თანმიმდევრული ენერგეტიკული პოლიტიკის ერთ-ერთი ნაწილია - საქართველოში გავზარდოთ გენერაცია და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics