06:39 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-19 14:06:12, 3060 ნახვა

ომი უკრაინაში
დანილოვი - რუსეთს რაკეტები სამი-ოთხი თავდასხმისთვის დარჩა, შემდეგ მარაგის გარეშე დარჩებიან

უკრაინელები მზად უნდა იყვნენ რუსი სამხედროების ნებისმიერი ქმედებისთვის და აგრესორი ქვეყნის ნებისმიერი პროვოკაციისთვის, მათ შორის საახალწლო არდადეგების დროსაც,- ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსეი დანილოვმა Украинская Правда-სთან ინტერვუში განაცხადა.

კითვაზე, ემზადებიან თუ არა დამპყრობლები უკრაინის დასატერორებლად დღესასწაულებისთვის, დანილოვმა უპასუხა:

„ვერ ვიტყვი, რომ იქნება ლურჯი, თეთრი ან წითელი. ომში არ არის დასვენების დღეები, არ არის არდადეგები, არ არის ისეთი რამ, რისი იგნორირება შეგვიძლია. ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. ეს რთული პერიოდია ჩვენი ქვეყნისთვის“,- განაცხადა დანილოვმა.

დანილოვის თქმით, რუსებს დარჩენილი აქვთ რაკეტების მარაგი 3-4 თავდასხმისთვის, თუმცა ამის შემდეგ მარაგი ამოეწურებათ, რაც სამხედროებისთვის მიუღებელია.

„თუ გავითვალისწინებთ იმ დიდ თავდასხმებს, რაც უკვე განვახორციელეთ, მაშინ მათ დარჩათ მაქსიმუმ ორი-სამი, შესაძლოა ოთხი, შეტევა, მაგრამ შემდეგ ისინი მთლიანად რაკეტების გარეშე დარჩებიან, რაც მიუღებელია, რადგან შეიძლება ჰქონდეთ სრულიად განსხვავებული გამოწვევები და მათ რეზერვი მაინც უნდა დაიტოვონ“,- დასძინა დანილოვმა.

მისივე თქმით, „ლიმიტი, რომელიც ოკუპანტებს სტანდარტების მიხედვით უნდა დაეცვათ, უკვე საკმაოდ დიდი ხნის წინ გადალახეს“. თუმცა, რუსებს აქვთ მეტ-ნაკლებად საკმარისი S-300 რაკეტები თავიანთ არსენალში.

ამასთან, როგორც დანილოვმა აღნიშნა, უკრაინელმა სამხედროებმა ისწავლეს ირანული Shahed-136 და კამიკაძე დონების ჩამოგდება, რომლებითაც რუსები შეიარაღდნენ.

ცნობისთვის, 16 დეკემბერს რუსებმა უკრაინაში 76 რაკეტა გაუშვეს, საიდანაც 72 საკრუიზო რაკეტა იყო, უკრაინის საჰაერო ძალებმა 60 რაკეტა ჩამოაგდეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics