09:43 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-19 11:55:14, 1056 ნახვა

საზოგადოება
პირველი ქვეითი ბრიგადა 30 წლისაა

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადა 30 წლისაა. პირად შემადგენლობას ბრიგადის დაარსების დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძემ სიტყვით გამოსვლისას სამხედრო მოსამსახურეებს სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და ყურადღება ბრიგადის მიღწევებზე გაამახვილა. პირველი ბრიგადის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა. 

ცერემონიალის დაწყებამდე, სტუმრებმა პირველი ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე არსებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. ღონისძიების ფარგლებში, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის სამხედროები საშტატო იარაღით დაჯილდოვდნენ. სამხედროებს უწყებრივი მედლები - „გენერალი კვინიტაძე", „გიორგი ანწუხელიძე" და „სამშობლოსათვის თავდადებული“ გადაეცათ. 

ბრიგადის იუბილესთან დაკავშირებით, სამხედროების ოჯახის წევრებისთვის „ღია კარის” დღეც მოეწყო. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ბრიგადის ტექნიკა და აღჭურვილობა. პირველი ქვეითი ბრიგადის იუბილე კონცერტით დასრულდა. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics