09:43 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-19 11:17:16, 898 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში კორეის რესპუბლიკის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე კორეის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს შეხვდა. 

უწყების ცნობით, იური ნოზაძემ საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის 30 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების სურვილი გამოთქვა. 

„შეხვედრაზე მხარეებმა კორეაში ქართული ღვინის, ალკოჰოლური სასმელების და სასურსათო პროდუქციის ექსპორტის ზრდის შესაძლებლობები განიხილეს. აღინიშნა, რომ კორეის რესპუბლიკაში ქართული ღვინის მიმართ მოთხოვნა მზარდია, რაც ექსპორტის ზრდისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქვეყნებს შორის გარემოსდაცვითი მიმართულებით ეფექტიანი თანამშრომლობის პრაქტიკა უკვე რამდენიმე წელია არსებობს. იური ნოზაძემ ყურადღება დაცული ტერიტორიების განვითარების მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკების გაზიარების საკითხზე გაამახვილა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო  საქართველოს მიერ „Busan World Expo 2030“-ის კორეის რესპუბლიკაში ჩატარების  იდეის მხარდაჭერის მნიშვნელობის საკითხს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელი პირები და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics