09:43 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-18 17:25:08, 1088 ნახვა

საზოგადოება
მეუფე გრიგოლი - ვგეგმავ მიხეილ სააკაშვილის მონახულებას, ყოველგვარი მონტაჟის გარეშე ვნახავ

მომავალ კვირაში ვგეგმავ პატიმრების მონახულებას, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის და ყოველგვარი მონტაჟის გარეშე ვნახავ, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა განაცხადა. 

მეუფეს თქმით, ნებისმიერ პატიმარს, მათ შორის ექსპრეზიდენტს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ სრული მკურნალობა მიიღოს, იმისთვის, რომ დაცული იყოს, მისი, როგორც ადამიანის სიცოცხლე. 

"მომავალ კვირაში ვგეგმავ პატიმრების მონახულებას, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის და ყოველგვარი მონტაჟის გარეშე ვნახავ. რა თქმა უნდა, კადრები ნანახი მაქვს მე, მაგრამ სრული ინფორმაცია რაც ვრცელდება ნამდვილად არ ვიცი, კადრები ხშირად, ისეთი ჯადოქრობის ქვეშ გადიან, რომ ათას რამეს გაჩვენებენ. მე, ვისურვებდი, რომ ნებისმიერ პატიმარს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილს ჰქონდეს საშუალება, რომ სრული მკურნალობა მიიღოს, იმისთვის, რომ დაცული იყოს, მისი, როგორც ადამიანის, პიროვნებისა და პატიმრის სიცოცხლე", - ამბობს მეუფე გრიგოლი.

შეგახსენებთ, რომ 14 დეკემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები გაავრცელა, რომელიც "ვივამედში", 9 აგვისტოდან 12 დეკემბრის ჩათვლით სხვადასხვა პერიოდს ასახავს. უწყებამ კადრების გასაჯაროება „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით“ ახსნა.

აღნიშნულს წინ უძღოდა მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი, რომელზეც პენიტენციურმა სამსახურმა "ტექნიკური მოწყობილობების არარსებობის" გამო, "ვივამედიდან" მიხეილ სააკაშვილის ონლაინ დასწრება არ უზრუნველყო. საპასუხოდ, ექსპრეზიდენტმა შიმშილობა გამოაცხადა, თუმცა მოგვიანებით გაავრცელა განცხადება, რომ ევროპარლამენტარების თხოვნით, შიმშილობას წყვეტდა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics