2022-12-18 15:18:04, 1052 ნახვა
საზოგადოება
საპროტესტო აქცია ივანიშვილის რეზიდენციასთან - აქტივისტები სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და აქტივისტები არიან შეკრებილი.
აქციის მთავარი მოთხოვნა ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანაა.
"ეს ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაა, მაგრამ სინამდვილეში ეს არის კრემლის ფილიალი და დღეს სწორედ პუტინი იღებს გადაწყვეტილებას, მოკლან თუ არა საქართველოს ციხეში მესამე პრეზიდენტი",-განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. აქტივისტები აანონსებენ, რომ საპროტესტო აქციები ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,