10:02 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-16 16:15:38, 932 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ პარტნიორ სახელმწიფოებთან სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებისათვის თანამშრომლობის ფორმატები შეიმუშავა

„2021-2022 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 11 პარტნიორ სახელმწიფოსთან გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის კონკრეტული ფორმატები", – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა. თანამშრომლობის ფორმატის შემუშავებას წინ უძღოდა შეხვედრები იუსტიციის სამინისტროების ხელმძღვანელებს შორის.
 

„გადაიდგა ძალიან ბევრი პრაქტიკული ნაბიჯი: გაზაფხულზე ჩავატარეთ სამართლებრივი ფორუმი სომხეთის რესპუბლიკასთან, რომელშიც მონაწილეობდა  არა მხოლოდ იუსტიციის სამინისტრო, არამედ იურიდიული პროფესიის არაერთი წარმომადგენელი, ხოლო სულ რამდენიმე ხნის წინ ჩავატარეთ ქართულ-აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმი და გვაქვს ხელშესახები შედეგები ამ მიმართულებით", – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. 

რატი ბრეგაძი თქმით, ფორუმის პლატფორმა იურისტებს შესაძლებლობას აძლევს, გაუზიარონ ერთმანეთს ინფორმაცია სამართლებრივი სისტემების შესახებ, დანერგონ ერთობლივი პროექტები და გააგრძელონ სამართლებრივი თანამშრომლობა. სამართლებრივი ფორუმების ჩატარება 2023 წელს ჩეხეთთან, ავსტრიასა და გერმანიასთან იგეგმება.

იუსტიციის მინისტრმა აღმასრულებელთა საერთაშორისო კონფერენციაზეც ისაუბრა, რომელიც საქართველოში, ქალაქ ბათუმში, გაიმართა. კონფერენციაში 35-მდე ქვეყნის 150 დელეგატი მონაწილეობდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics