|
2022-12-16 11:47:46, 2130 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ ქედაში მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ, მოადგილესთან ედუარდ ნაკაშიძესთან ერთად, სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული სიახლეები ამჯერად, ქედის მუნიციპალიტეტის სოფლის ექიმებს, მერის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს და ადგილობრივ მოხელეებს გააცნო. ,,გეგმის თანახმად, მომავალ წელს სამინისტროს ბიუჯეტი 4 000 000 ლარამდე გაიზრდება და 32 735 000 ლარი იქნება. შესაბამისად გაიზრდება პროგრამების ბიუჯეტი და მოსარგებლეთა რაოდენობა, ასევე ამოქმედდება რამდენიმე ახალი პროგრამა. აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, სამინისტრო 2023 წელს ასევე ზრდის ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ბიუჯეტს და იქნება 4 080 000 ლარი, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან თითოეულ ოჯახზე თანადაფინანსების წილი გაიზრდება 40 000 ლარამდე. პირველად დაიწყება შშმ სტატუსის მქონე მშობლის და ორსულთა ერთჯერადი მატერიალური დახმარება 2000 ლარის ოდენობით, ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე პაციენტების სტაციონარული მომსახურება, თვალის ბადურის მძიმე დაავადებების მკურნალობა. გაიზრდება შშმ ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამები, ელექტრო-ეტლების რაოდენობა და დამხმარე საშუალებების ნუსხა. 120 000 ლარამდე გაიზრდება ღვიძლის ტრანსპლანტაცია, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციისათვის კი გამოიყოფა 125 000 ლარიდან -235 000 ლარამდე“- აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ. შეხვედრას ქედის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე იმედა ვასაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე ესწრებოდნენ.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)