23:39 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-16 11:22:03, 2195 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა. უკრაინული მედიის ცნობით, განგაშის სიგნალი 08:00 საათზე ქვეყნის აღმოსავლეთით, 08:10 საათზე კიევში, ჟიტომირისა და ვინიცას რაიონებში გაისმა, დაახლოებით, 20 წუთში კი, საჰაერო თავდასხმის შესახებ გაფრთხილება ქვეყნის მასშტაბით გამოცხადდა.

ნიკოლაევის რეგიონული სამხედრო-ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმმის განცხადებით, ოკუპანტმა ქვეყანამ მორიგი მასშტაბური შეტევა წამოიწყო და უახლოეს ხანში, უკრაინის საჰაერო სივრცეში სულ მცირე 60 რაკეტა შევა.

"ვფიქრობ, რომ ჩვენი საჰაერო თავდაცვა მინიმუმ 50 რაკეტას ჩამოაგდებს", - ამბობს კიმი, რომელიც მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდებს.

პარალელურად, ტელეგრამ-არხები იუწყებიან, რუსეთმა Kh-101 ტიპის რაკეტები უკვე გაუშვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics