10:24 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-15 17:37:33, 1058 ნახვა

საზოგადოება
ალასანია - სრულ უზნეობად მიმაჩნია ყველაფერი რაც მოხდა

სრულ უზნეობად მიმაჩნია ეს ყველაფერი რაც მოხდა, - ასე აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებას.

როგორც ალასანიამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, კადრების გავრცელება პირველხარისხოვანი საკითხიდან, რაც არის სააკაშვილის ჯანმრთელობა, ყურადღების გადატანის მცდელობაა.

"ვისზეც არ უნდა იყოს და მით უმეტეს პრეზიდენტის შემთხვევაში, საერთო წარმოდგენელია, არც ერთ ცივილურ ქვეყანაში ეს არ მოხდებოდა, რა თქმა უნდა. ეს არის მთავარიდან მეორეხარისხოვანზე ყურადღების გადატანის მცდელობა. ჩემთვის პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე ადგილი აქვს მის ჯანმრთელობას და ყველაფერი დანარჩენი არის მეათეხარისხოვანი. ყოველ წუთს შეიძლება დასრულდეს მისი სიცოცხლე და საერთოდ როდემდე ვითამაშოთ და ვდგათ ეს სპექტაკლები? ხან კადრები იქნება, ხან კიდევ რაღაც იქნება, მერე ჩვენ რა და მის ჯანმრთელობას რა? ის რაც დეკემბრის კადრებია, ისიც არ ასახავს ნამდვილ სურათს, რადგან როგორც წესი, მე არც ერთხელ არ მინახავს ფეხზე დამდგარი - აი, თუნდაც იმ დამხმარე საშუალებითაც კი. როგორც წესი, სულ წევს", - განაცხადა გიული ალასანიამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 14 დეკემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები გაავრცელა, რომელიც "ვივამედში", 9 აგვისტოდან 12 დეკემბრის ჩათვლით სხვადასხვა პერიოდს ასახავს. უწყებამ კადრების გასაჯაროება „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით“ ახსნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics