10:24 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-15 15:15:27, 1055 ნახვა

საზოგადოება
საბურთალოს გამგებელმა საქმიანობის ერთი წლის ანგარიში წარადგინა

საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ  სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსა და  მოსახლეობას გამგეობის საქმიანობის 2022  წლის ანგარიში წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, 2022 წელს საგზაო ინფრასტრუქტურა  63  700  კვ.მ  ფართობზე მოწესრიგდა. მათ შორის, არის 7 ქუჩა, სადაც მოსახლეობას აქამდე გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. ამასთან, სრულად მოწესრიგდა თეიმურაზ პირველის ქუჩა, რომელიც მირიან მეფისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩას აკავშირებს, სადაც ტრანსპორტით გადაადგილება საკმაოდ პრობლემური იყო.  

უწყების ცნობითვე, ასევე, მოეწყო ერთი ახალი დასასვენებელი პარკი და ერთი ახალი რეკრეაციული სივრცე, ხოლო  13 მისამართზე არსებული სკვერების სრული რეაბილიტაცია განხორციელდა.
 
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი დიდ დიღომში პარკის მოწყობაა, რომელსაც წლების განმავლობაში ითხოვდა მოსახლეობა, მაგრამ ტერიტორია, სადაც ძველი სპორტული მოედანი არსებობდა, გასხვისებული იყო  და რამდენიმე მესაკუთრე ჰყავდა. თბილისის მერის გადაწყვეტილებით, მოხდა ადგილმონაცვლეობა და ტერიტორია ქალაქს დაუბრუნდა. ასევე, წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მიზნით, „წიგნების ბაღი“ მოეწყო, სადაც წიგნის ვიზუალით სკამები გაკეთდა და წიგნის ბუდეები განთავსდა.

ამასთან, მიმდინარე წელს 5 მისამართზე განხორციელდა 143 ავტოფარეხის დემონტაჟი, საიდანაც უკვე 3 ეზო მოწესრიგდა, ხოლო ორ  მისამართზე სკვერი მოეწყობა. სპორტული მოედნის რეაბილიტაცია 13 მისამართზე ჩატარდა. 169  მისამართზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა.

პრეზენტაციაზე გამგებელმა მომავალ წელს დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზეც  ისაუბრა. 

საბურთალოს გამგეობამ, მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტებისთვის  ჯამში, 22 334 132  ლარი დახარჯა.

ღონისძიებას დედაქალაქის მერის მოადგილე კახაბერ გულედანი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საბურთალოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სერგეენკო, საბურთალოს საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე, საკრებულოს წევრები და თბილისის რაიონების გამგებლები ესწრებოდნენ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics