07:41 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-15 10:17:26, 847 ნახვა

პოლიტიკა
დეგნანი - სააკაშვილის საქმეზე პროცესი უნდა წარიმართოს ადამიანის ძირითადი უფლებების შესაბამისად

მთავრობას აქვს ვალდებულება, უზრუნველყოს, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები იყოს დაცული, რომ ის იღებდეს საჭირო სამედიცინო ზრუნვას, ფსიქოლოგიურ ზრუნვას და სამართლიან სასამართლოს,- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის კადრების გამოქვეყნების თემაზე დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

დეგნანის თქმით, სააკაშვილის საქმეზე პროცესი უნდა წარიმართოს ადამიანის ძირითადი უფლებების შესაბამისად, პირადი ცხოვრების დაცვით და სამართლიანი სასამართლოს უფლებით.

„მთავრობას აქვს ვალდებულება, უზრუნველყოს, რომ მისი უფლებები იყოს დაცული, რომ ის იღებდეს საჭირო სამედიცინო ზრუნვას, ფსიქოლოგიურ ზრუნვას და სამართლიან სასამართლოს. ფუნდამენტურად, ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა. სასამართლო მოსმენა მიმდინარეობს. ის სამართლებრივი პროცესი უნდა წარიმართოს ადამიანის ძირითადი უფლებების შესაბამისად და პირადი ცხოვრების დაცვით, ისევე, როგორც სამართლიანი სასამართლოს უფლებით“,– განაცხადა დეგნანმა.

შეგახსენებთ, რომ 14 დეკემბერს პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები გაავრცელა, რომელიც 9 აგვისტოდან 12 დეკემბრის ჩათვლით სხვადასხვა პერიოდს მოიცავს.

უწყებამ კადრების გასაჯაროება „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით“ ახსნა.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics