13:09 - 22 Jul, 2026
|
2022-12-15 02:46:57, 2842 ნახვა
სპორტი
საფრანგეთის ნაკრები კატარის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ფინალისტი გახდა
საფრანგეთის ნაკრებმა მაროკოს ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა. გოლები თეო ერნანდესმა და რენდალ კოლო-მუანმა გაიტანეს. ფინალში ფრანგები არგენტინის ნაკრებთან ითამაშებენ, რომელმაც წინა დღით ხორვატია (3:0) დაამარცხა. მაროკოს ეროვნული ნაკრები გახდა პირველი გუნდი აფრიკიდან, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე ნახევარფინალში გავიდა. საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მეორედ გადის. მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც 2018 წელს რუსეთში გაიმართა, ფრანგებმა ტურნირის მთავარ მატჩში ხორვატები 4:2 დაამარცხეს. საფრანგეთი-არგენტინის ფინალი ყატარში კვირას, 18 დეკემბერს გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)