15:59 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-14 18:15:25, 1769 ნახვა

ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი - ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 2023 წლისთვის 7900 დოლარს გადააჭარბებს

საქართველოს პარლამენტში 2023 წლის ბიუჯეტის განხილვისას ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა მომავალი წლის მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე,ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მისი თქმით, 2023 წლისთვის, ეკონომიკური ზრდისა და მშპ-ის დეფლატორის მაჩვენებლების პროგნოზები არ შეცვლილა და თითოეული მათგანი 5%-ს, ხოლო ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 79,7 მლრდ ლარს შეადგენს.

 

„მომდევნო წლებში, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი საშუალოდ 5 პროცენტზეა შენარჩუნებული, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროგნოზი 3 პროცენტია. შესაბამისად, მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელი, 2023 წელს პროგნოზირებული 79,7 მილიარდი ლარიდან 2026 წლისთვის იზრდება 101,2 მილიარდ ლარამდე. რაც შეეხება მთლიან შიდა პროდუქტს ერთ სულ მოსახლეზე - არსებული პროგნოზით, 2023 წლისთვის მისი მაჩვენებელი 7900 დოლარს, ხოლო 2026 წლისთვის - 10 000 დოლარს გადააჭარბებს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე წელს ინფლაცია ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა საქართველოში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში.  

 

"2023 წელს, საბაზო ეფექტის ამოწურვასთან ერთად,  მოსალოდნელია ინფლაციის ტემპის მნიშვნელოვანი შემცირება და მისი საშუალო მაჩვენებელი პროგნოზირებულია 5,3 პროცენტის დონეზე, თუმცა წლის ბოლოსთვის 4-პროცენტიან ნიშნულს ჩამოცდება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics