12:34 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-14 11:59:16, 1184 ნახვა

სამართალი
პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის ერთი თვით გადადებას ითხოვს

პენიტენციური სამსახური საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ  სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესის ერთი თვით გადადებას ითხოვს. 

როგორც პენიტენციურის წარმომადგენელმა სხდომის მიმდინარეობისას აღნიშნა, უწყებას ესაჭიროება დამატებითი დრო მიხეილ სააკაშვილის დოკუმენტების შესასწავლად. 

 „დოკუმენტაცია სასამართლოდან გავიტანეთ მომდევნო სამუშაო დღეს, 12 დეკემბერს, შესაბამისად, ეს საჭიროებს შესწავლას, დამუშავებას. ამისთვის სამსახურს ესაჭიროება გონივრული ვადა და ეს გონივრული ვადა ერთი თვეა",- განაცხადა პენიტენციურის წარმომადგენელმა. 

შეგახსენებთ, რომ 9 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის  გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმეზე უნდა ემსჯელათ, თუმცა მოსამართლე გიორგი არევაძემ პროცესი 14 დეკემბრისთვის გადადო

პროცესზე დასწრების სურვილი გამოთქვა თავად ექსპრეზიდენტმა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, კლინიკა „ვივამედმა" დასწრების საშუალება არ მისცა.

ამის შემდეგ, ადვოკატმა პროცესზე მიხეილ სააკაშვილის დისტანციურ რეჟიმში დასწრება მოითხოვა, რაზეც სასამართლომ უფლება გასცა, თუმცა სხდომის დღეს "ტექნიკური მოწყობილობების" არ არსებობის გამო, არ ჩართო. 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics