10:42 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-14 11:59:00, 823 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - საახალწლო სოფელი ორბელიანის მოედანზე გაიხსნება, გალაკონცერტი კი ევროპის მოედანზე გამართება

საახალწლო სოფელი 23 დეკემბერს გაიხსნება და ორბელიანის მოედანს, 9 აპრილის ბაღს და ათონელის ქუჩას მოიცავს. რაც შეეხება საახალწლო გალაკონცერტს, ის 31 დეკემბერს ევროპის მოედანზე გაიმართება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. 

„ორბელიანის მოედანი, 9 აპრილის ბაღი და ათონელის ქუჩა მოირთვება მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციით და ინსტალაციებით. რაც მთავარია, თქვენს პატარებს აქ დახვდებათ თოვლის ბაბუა, რომელიც გზაშია და 23 დეკემბერს თბილისში იქნება. მინდა მივმართო მშობლებს, რომ თქვენი შვილები, შვილიშვილები წამოიყვანოთ 9 აპრილის ბაღში, სადაც განთავსებული იქნება თოვლის ბაბუის სახლი. ის სიხარულით მოისმენს ბავშვების ყველაზე სანუკვარ ოცნებებს,  რაც აუცილებლად ასრულდება“, - განაცხადა თბილისის მერმა. 

მისივე თქმით, 23 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით, საახალწლო სოფელში ყოველდღიურად გაიმართება საბავშვო-გასართობი წარმოდგენები, კონცერტები, ზღაპრის გმირების სადღესასწაულო მსვლელობები და სხვა აქტივობები. 

„31 დეკემბერს კი გელოდებით  ევროპის მოედანზე, გალაკონცერტზე.  ერთად შევხვდეთ 2023 წელს, ბედნიერი და  უკეთესი მომავლის მოლოდინით. ყველამ ერთად ვინატროთ მშვიდობა მთელ მსოფლიოში, კეთილდღეობა ყველა ოჯახში, ჩვენი საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობა, განათლებული და წარმატებული მომავალი თაობა, ქვეყნის წინსვლა და განვითარება“, - განაცხადა კახა კალაძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics