|
2022-12-13 17:55:50, 1057 ნახვა
პოლიტიკა
ფრანგი ევროპარლამენტარი - თუ ხელისუფლებას სურს კანდიდატობა, სააკაშვილი ევროპაში სამკურნალოდ უნდა გადაიყვანოს
თუ საქართველოს ხელისუფლებას ნამდვილად სურს კანდიდატის სტატუსი, პირველი და მთავარი ნაბიჯი, რაც ამისთვის უნდა გააკეთოს, მიხეილ სააკაშვილს ევროპაში გადმოყვანა და იქ მკურნალობაა,- ამის შესახებ ფრანგმა ევროპარლამენტარმა, რაფაელ გლუკსმანმა განაცხადა. ევროპარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას გლუკსმანმა ასევე აღნიშნა, რომ თუ ექსპრეზიდენტს ციხეში რამე დაემართება, სრულად პასუხისმგებლები იქნებიან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები. „თუ საქართველოს ხელისუფლებას ნამდვილად სურს კანდიდატის სტატუსი, პირველი და მთავარი ნაბიჯი, რაც ამისთვის უნდა გააკეთოს, მიხეილ სააკაშვილს ევროპაში გადმოყვანა და იქ მკურნალობაა. სააკაშვილს ციხეში რამე რომ დაემართოს, სრულად პასუხისმგებლები იქნებიან ხელისუფლების წარმომადგენლები. ასეთ შემთხვევაში, დაივიწყეთ ყველაფერი, რაც ევროპიდან შეიძლება, მიიღოთ. ახლა აქაც, ამ პარლამენტშიც და ამ პარლამენტს მიღმაც ეს არის ლაკმუსის საქმე. თუ თქვენ გინდათ საქართველო ევროპაში, და ჩვენ ეს ყველას გვინდა, მაშინ მიშას საქმე ამ გზაზე გადადგმული პატარა ნაბიჯია“, - განაცხადა რაფაელ გლუქსმანმა. შეგახსენებთ, რომ 1-ელ დეკემბერს, წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრმა "ემპათიამ" მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას გამოაქვეყნა. "ემპათიას" ცნობით, დასკვნა ცხადყოფს, რომ სააკაშვილს აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას. ცენტრი ძირითად დიაგნოზებს ამ ეტაპზე არ ასაჯაროვებს. ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა. თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასჯელის გადავადებაზე მსჯელობა 14 დეკემბერს 11:00 საათზე გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)